ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაკარგული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ეკატერინე სირაძე-დელონე ადასტურებს.
ცნობილია, რომ გარდაცვლილი მამაკაცია, რომელიც ნიცაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ტერაქტის შედეგად მისი ცოლიც დაიღუპა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქე იყო.
თავდასხმა ნიცაში რამდენიმე დღის წინათ მოხდა. 31 წლის, წარმოშობით ტუნისელმა მამაკაცმა, სატვირთო მანქანით სანაპირო ქუჩაზე შეკრებილ ადამიანებს გადაუარა, რის შედეგადაც 84 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილზევე მოახდინა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.