აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. დახურულ კენჭისყრაში დარბაზში მყოფი 20 დეპუტატიდან მონაწილეობა 19 დეპუტატმა მიიღო.
აჭარის მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 12 დეპუტატმა, მათ შორის, იყო 5 დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, 1 „კონსერვატორებიდან“, 1 „მრეწველებიდან“, 1 დეპუტატი „რესპუბლიკური პარტიიდან“, 1 „თავისუფალი დემკრატებიდან“, 1 „ევროვნული ფორუმიდან“ და 2 დამოუკიდებელი დეპუტატი.
მთავრობის ამ შემადგენლობის დამტკიცების წინააღმდეგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ 7 დეპუტატი. 1-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მინისტრობის ოთხი კანდიდატიდან კანონმდებლებს ორი ახალი სახე წარუდგინა, ხოლო 2012 წელს არჩეულ ორ მინისტრს ახალ კაბინეტში შესვლის შესაძლებლობა მისცა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე გახდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.