სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრა, დელეგაციებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში გამართეს.
"საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და არსებულ წინასაარჩენო გარემოზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მუდმივი მხარდაჭერისთვის.
გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ოქტომბერში, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე სლოვენიელი დამკვირვებლები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი.
პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველო-სლოვენიის მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების შესახებაც.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა.
ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების შესაძლებლობების ფონზე, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.