თბილისის მერია დღეიდან მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს იწყებს.
ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის მონიტორინგისთვის სპეციალური ჯგუფების შექმნა დაავალა.
„მერიის მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას 18 ივლისიდან შეუდგებიან და კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები არ ექნებათ ჩართული.
„თბილისის მიკროავტობუსი“ თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. კომპანიის განცხადებით, ურჩი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები გატარდება“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.