რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა თურქეთში, სომხეთსა და ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, საზღვრებთან "ტურბულენცია" მოსკოვის შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
პარასკევს საღამოს თურქეთის სამხედროების ერთმა ჯგუფმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება სცადა. კვირას სომხეთში რადიკალებმა პოლიციის შენობა შტურმით აიღეს და მძევლები, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნები აიყვანეს, ხოლო ორშაბათს ყაზახეთში უცნობმა პირებმა ალმა–ატაში პოლიციის შენობაზე თავდასხმისას 3 პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი მოკლეს.
პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება ამ მოვლენებს ერთანაირი შეფასება მიეცეს.
"ერთ შემთხვევაში, უდავოა, რომ საუბარი მიდის ძალისმიერი გზით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, რამაც მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლი განაპირობა, მეორე შემთხვევაში კი ადგილი აქვს სხვადასხვა დანაშაულებრივ გამოვლენას", – აღნიშნა მან და დაამატა:
ეჭვგარეშეა, რომ ჩვენს საზღვრებთან ამგვარი ტურბულენტობა იწვევს შეშფოთებას. უდავოა, რომ ეს გვაფიქრებს უკიდურესი ყურადღებით დავაკვირდეთ მდგომარეობას, გავაკეთოთ მისი ანალიზი", – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ მოსკოვს სურს თავისი მეზობლები იყვნენ სტაბილური, აყვავებული და პროგნოზირებადი სახელმწიფოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.