ნინო ბურჯანაძე: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ ხელისუფლებაში ვიყო მე და ის ადამიანები, ვისაც პოლიტიკა გვესმის
18-07-2016, 08:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველოს განსაზღვრული და ნათელი პოლიტიკა არ აქვს არც ერთ სახელმწოფოსთან", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

 

 

"ყველა მიმართულებით არის სერიოზული ნაბიჯები გადასადგმელი და არც ერთი ეს ნაბიჯი ქვეყნის მიმართულებით არ იდგმება. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია მხოლოდ დეკლარაციებზე, თან ისეთ დეკლარაციებზე, რომელსაც რეალური საფუძველი უკვე აღარ აქვს. იმ საფრთხეებში, რომელიც ახლა ქვეყანას ემუქრება, არ შეიძლება ასეთ ვითარებაში თავის თავს არ დაუსვას ადამიანმა კითხვა, ვის შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება.

 

 

არ მაქვს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების იმედი. ჩვენი ხელისუფლება სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაკომპეტენტურია არამარტო საგარეო პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისით, არამედ საშინაო პრობლემების გადაჭრის დროსაც. დღევანდელი ხელისუფლება უუნაროა და საერთოდ არანაირი პოლიტიკა არ აქვს. ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ ხელისუფლებაში ვიყო მე და ის ადამიანები, ვისაც პოლიტიკა გვესმის, ვისაც უბრალოდ ორი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია და რომლებიც არ გავაკეთებთ იმას, რომ პოპულარული განცხადებებისთვის საფრთხის ქვეშ დავაყენოთ ქვეყნის მომავალი",- განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   დათო
      
კიდევ ვინ ქალბატონო ნინო თქვენი გადასახედიდან?
19 ივლისი 2016 04:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი