"ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, თუ იქ სიკვდილით დასჯა იმოქმედებს“, - აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.
„თურქეთი პატივს უნდა სცემდეს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს", - დასძინა მოგერინიმ.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, სიკვდილით დასჯა აღდგეს.
ილდირიმის განცხადებით, აღნიშნული სასჯელის დასაბრუნებლად შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს.
თურქეთში სიკვდილით დასჯა სრულად ერდოღანის მმართველობის ქვეშ, 2004 წელს გაუქმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.