აშშ-ს კონსული ქართველ სამართალდამცველებს მადლობას უხდის
06-02-2015, 01:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ამერიკის ვიზების გაყალბების ფაქტის გამოვლენისთვის მადლობას უხდის. როგორც აშშ-ის კონსულმა საქართველოში ქრისტინა პეროზომ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეერთებული შტატები აფასებს ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობას.

 

 

„შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად უდგება სავიზო განაცხადის პროცესს. ჩვენი საკონსულოები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცდილობენ, აღმოაჩინონ და აღკვეთონ ვიზებთან დაკავშირებული თაღლითობა. შეერთებული შტატები აფასებს ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობას, რათა დავიცვათ სავიზო პროცედურები და ვებრძოლოთ თაღლითობას.

 


მადლობას ვუხდით ქართველ სამართალდამცველებს ჩატარებული დაკავებებისა და მიმდინარე გამოძიებისთვის, რომლის მიზანია საელჩოს გარეთ დოკუმენტების გაყალბებაში ეჭვმიტანილი ადამიანების დასჯა. ქართველი სამართალდამცავების მუშაობა გვეხმარება იმ მოქალაქების უფლებების დაცვაში, რომლებსაც ამერიკის ვიზის მისაღებად შემოაქვს საბუთები. ისინი სერიოზული დანაშაულის მსხვერპლნი არ უნდა გახდნენ“, – განაცხადა აშშ-ს კონსულმა.

 

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული სამსონ ჯ. და 1965 წელს დაბადებული ელზა კ. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება-შეძენისა და გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი