გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოთხშაბათს ბერლინში თავის ბრიტანელ კოლეგას მიიღებს. შეხვედრაზე განიხილავენ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებისა და მისი შედეგების საკითხებს, განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ორშაბათს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
ტერეზა მეი ადგილობრივი დროით 17:30 საათზე მივა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და მასთან ერთად სამუშაო სადილს დაესწრება.
"ეს იქნება შესაძლებლობა განვიხილოთ ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობა სხვადასხვა სახის გლობალურ გამოწვევებზე და რა თქმა უნდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება იმუშავონ დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ერთად იმ ვითარებაში, როცა დიდი ბრიტანეთი ემზადება ევროკავშირის დასატოვებლად", განუცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ქალბატონმა, რომლის სახელიც არ დასახელებულა, AFP –ის ახალი ამბების სააგენტოს.
"მოვლენების პოლიტიკური განვითარება თურქეთში, ლტოლვილების საკითხი, ისევე როგორც Brexit–ის საკითხები იქნება ის, რაზეც ერთობლივი განხილვებისას ფოკუსირება მოხდება", აღნიშნა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან ზაიბერტმა განცხადებაში.
კონტინენტური ტური საფრანგეთში გადაინაცვლებს და გერმანიიდან მეი პარიზში ჩავა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტთან, ფრანსუა ოლანდთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.