ავსტრალიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, კევინ რუდმა განაცხადა, რომ მას სურს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ბან კი მუნი შეცვალოს. მან ქვეყნის მთავრობას დედაქალაქ კანბერაში სთხოვა მხარი დაუჭიროს აღნიშნულ პოსტზე.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა დაადასტურა რომ ავსტრალიის ყოფილ პრემიერ მინისტრს, კევინ რუდს გაეროს გენერალური მდივნობა სურს.
"კევინ რუდმა ითხოვა, რომ ავსტრალიის მთავრობამ მისი კანდიდატურა დაასახელოს, და პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ეს კაბინეტის განსახილველი საკითხი იქნება", – განუცხადა ბიშოპმა "სქაი ნიუსს".
ახლახან ხელახლა არჩეულმა ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა მისი მცირედად შეცვლილი კაბინეტი დაასახელა. ახალი კაბინეტი ფიცს სამშაბათს დადებს.
ტერნბულის კოალიცია გაყოფილია დაუჭიროს თუ არა მხარი რუდს, ავსტრალიის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის წევრს. რამდენიმე კანონმდებელი ავსტრალიის კონსერვატიულ მთავრობაში, მათ შორის ემიგრაციის მინისტრი პიტერ დატონი, ღიად აფიქსირებს მტრულ დამოკიდებულებას მისი კანდიდატურისადმი.
"კევინი არასდროს არ ყოფილა ბედნიერი იმიოთ, რომ მხოლოდ ავსტრალია ემართა – მას ყოველთვის სჯეროდა, რომ მისი ბედი მსოფლიოს მართვა იყო", – განაცხადა დატონმა აპრილში.
რუდი, რომელიც ბრწყინვალედ საუბრობს მანდარინს, ჩინურ ენას, ამჟამად ნიუ იორკში ბაზირებული აზიის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტია. 58 წლის რუდი ცდილობს დიპლომატიური მხარდაჭერის მოპოვებას მსოფლიოს გარშემო, თუმცა ბიშოპი პირველია, რომელმაც დაადასტურა მისი გეგმების შესახებ, იყოს კანდიდატი.
რუდი ავსტრალიის პრემიერ მინისტრად 2007 წელს აირჩიეს. მან ჯონ ჰოვარდი დიდი უპირატესობით დაამარცხა, მაგრამ მისი პრემიერ მინისტრობის პირველივე ვადაში კოლეგებს მისი მმართველობის სტილი მობეზრდათ და ის პოსტს ჩამოსცილდა. მას შემდეგ იგი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, და მოგვიანებით 2013 წელს, ისევ მთავრობის მეთაური, სამი თვით, სანამ არჩევნებში წააგებდა.

გაეროს ახლანდელი გენერალური მდივანი ბან კი მუნი მის მე–2 ხუთწლიან ვადას დეკემბერში ასრულებს.
კანდიდატთა მზარდი რიცხვი დასახელდა, რომელთაც გაეროს მთავარი დიპლომატის პოსტის დაკავების სურვილი გამოხატეს, მათ შორისაა, "იუნესკოს" ხელმძღვანელი ირინა ბოკოვა, გაეროს კლიმატის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ქრისტინა ფიგერესი, და ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ჰელენ კლარკი.
კანდიდატები უნდა დასახელდნენ მათი მთავრობების მიერ, და ქალების დიდი პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე, შესაძლოა გაეროს–ს მომავალი გენერალური მდივანი ქალი გახდეს. ახლანდელი 12 კანდიდატიდან 8 აღმოსავლეთ ევროპიდანაა, რაც ასევე იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ მომავალში ამ რეგიონის წარმომადგენელმა უხელმძღვანელოს გაერო–ს, –წერს "დოიჩე ველე".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.