სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა აბაშის ცენტრში სპორტის ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციისა და სპორტის ინვენტარის განახლების პროგრამის ფარგლებში განახლებული სავარჯიშო მოედანი დაათვალიერა.
მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, მამუკა კვიტაშვილსა და პაატა ქურდოვანიძეს, ასევე ააიპ "აბაშის სპორტის განვითარების ცენტრი" დირექტორს, ზაალ კუციას მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრა და სპორტის განივათარების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა.
ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად, სავარჯიშო მოედანი სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე გუბერნატორმა, კობა ქანთარიამ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა, გიგა გაბელაიამ მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.