გიორგი კვირიკაშვილი: ანგარიშსწორება და შურისძიება გუშინდელი დღე, რეგრესი და განვითარების შეფერხებაა
18-07-2016, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანა ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე დგას.

 

 

ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარადგენამდე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ანგარიშსწორება და შურისძიება გუშინდელი დღეა. მან ასევე, აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მიზანი საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაა.

 

 

„ჩვენ საარჩევნო კამპანიას ქუთაისიდან ვიწყებთ - მეგობრობის, სიყვარულის, პოეზიის ქალაქიდან. დავით აღმაშენებლის ქალაქიდან, რომელიც ყველა ქართველისთვის ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. აქედან მინდა მივესალმო მთელს საქართველოს და ვუთხრა, რომ სწორედ გამთლიანებული და ძლიერი საქართველოა თითეული ჩვენგანის მიზანი და ოცნება. ჩვენი პარტიის მიზანი და ამოცანაც სწორედ ეს არის.

 

 

2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თქვენი მხარდაჭერით შეუპოვარი ბრძოლით გაიმარჯვა არჩევნებში. ამ გამარჯვებამ გარდამტეხი როლი შეასრულა და საქართველო განვითარების სწორ გზაზე გაიყვანა.

 

 

ამ ოთხ წელიწადში ჩვენ ძალღონე არ დაგვიშურებია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ჩვენ მივეცით ხალხს ის, რაც ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: თავისუფლება. ჩვენ მოვსპეთ შიში, რომელსაც დათრგუნული ჰყავდა საზოგადოება. შევქმენით პირობები მშვიდი ცხოვრებისთვის და გავაჩინეთ სტაბილურობის განცდა.

 

 

ჩვენ ვიყურებით და მივდივართ წინ. ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ უმძიმეს წარსულს და არ უნდა გავხდეთ იმ სისასტიკის მძევალი, რაც ყველამ ერთად გადავიტანეთ. ანგარიშსწორება და შურისძიება გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა. ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა. მოვა დრო და უკეთ გამოჩნდება, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის.

 

 

„ქართულ ოცნებას“ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოჩვენებითი ეფექტის შესაქმნელად და ვინმესთვის თვალის ასახვევად.

 

 

ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანი, ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება. მარტო ცე ჰეპატიტის პროგრამამ რამდენი სიცოცხლე იხსნა და რამდენ სასოწარკვეთილ ადამიანს დაუბრუნა სიცოცხლის იმედი. ჩვენ უპრეცედენტო დახმარება გავუწიეთ სოფელს, ფეხზე წამოდგომის საშუალება მივეცით ფერმერებს, მეწარმეებს. ჩვენ ყველა ადამიანს დავუდექით გვერდში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. გაგრძელდება ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენ ხალხს ჯერ კიდევ გაჭირვებულ ყოფას შეუმსუბუქებს. ჩვენ რეალურად გავათავისუფლეთ ბიზნესი, ხელისუფლების ჩარევისგან გავათავისუფლეთ მედია, სასამართლო, პოლიცია. დღეს საკუთრების უფლება დაცული და ხელშეუხებელია. ჩვენს ამ წარმატებას აღიარებს ყველა - საერთაშორისო ორგანიზაცია თუ პარტნიორი ქვეყნები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამაზე ვერ შევჩერდებით. ჩვენთვის მთავარია, რომ თქვენ იგრძნოთ უკეთესობა. თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვიდეს კეთილდღეობა. ამ ოთხ წელიწადში ფუნდამენტი ჩავყარეთ და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს ხალხს სიახლე, რაც თითოეული ადამიანის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გულისხმობს.

 

 

”ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც დასავლური ღირებულებების ერთგულია, მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე და არ დაუშვებს ამ გზიდან გადახვევას. ”ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც სიტყვის თავისუფლება, დაცული საკუთრება, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, მთავარი პრინციპები გახლავთ. ”ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ღირებული და ძვირფასია, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად. ”ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც საქართველოს გამთლიანება აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებით იწყება და ჩვენ მზად ვართ, გავუნაწილოთ ჩვენს ძმებს ყველა სიკეთე, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ”ქართული ოცნება“ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შეუძლია თქვენთან ერთად თავისუფალი, დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყანა ააშენოს. 2012 წელს თქვენ ”ქართული ოცნების“ გვერდით იდექით და ჩვენ ეს ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ! ახლაც ბრძოლაში ვართ, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ბრძოლა ახლა ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისთვის გვჭირდება. მჯერა, ამ არჩევნებში, 8 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და ამით ჩვენი საქართევლო, ჩვენ სამშობლო გაიმარჯვებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

„ქართულ ოცნებას“ იმერეთში მაჟორიტარობის 11 კანდიდატი ჰყავს და ეს კანდიდატებია:

 

 

ქუთაისის 47-ე საარჩევნო ოლქი - ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი; ქუთაისის 48 -ე საარჩევნო ოლქი - ექიმი დიმიტრი მხეიძე; ქუთაისის 49-ე საარჩევნო ოლქი -  სამრათალმცდონეობის და ეკონომიკის მაგისტრი, ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი; წყალტუბოს საარჩევნო ოლქი - იურისტი, იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ცოტნე ზურაბიანი; ზესტაფონის საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნების“ წევრი შალვა კიკნაველიძე; თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული საარჩევნო ოლქი -  მედიცინის დოქტორი, ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი ელგუჯა გოცირიძე; საჩხერის საარჩევნო ოლქი - პარლამენტის წევრი, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის მონაწილე პაატა კვიჟინაძე; ვანი-ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქი  - საერთაშორისო ეკონომკური ურთიერთობების მაგისტრი, თბილისის მერის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი; ჭიათურის საარჩევნო ოლქი  - ჭათურის გამგებელი სულხან მახათაძე; ბაღდათი - ხარაგაულის გაერთიანებული საარჩევნო ოლქი  - ხარაგულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი; სამტრედიის საარჩევნო ოლქი  - ბიზნესმენი გია მიქელაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი