თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა გენერალმა აკინ ოზთურქმა აღიარა, რომ სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა
18-07-2016, 12:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა აღიარა, რომ გასულ კვირას სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

გენერალმა აკინ ოზთურქმა გამომძიებლებს უთხრა, რომ იგი „მოქმედებდა სამხედრო გადატრიალების ინსცენირების განზრახვით“. თუმცა კერძო ტელევიზიებით გასული ინფორმაციის თანახმად, გენერალი უარყოფს მის შეთქმულებაში ჩართულობას. NTV მისი ნათქვამის ციტირებას ახდენს: "მე არ ვარ იმათთაგანი, ვინც დაგეგმა ან დაკავშირებული იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან... მე არ ვიცი ეს ვინ ქნა".

 

 

გენერლის ფოტოებზე, რომელიც „ანადოლუმ“ გამოაქვეყნა, ჩანს რომ მას რამდენიმე დაზიანება აქვს თავის არეში და წელს ზემოთ.

 

 

ადრე გენერალმა უარყო ნებისმიერი ჩართულობა სამხედრო გადატრიალების მცდელობაში და დაჟინებით ამბობდა, რომ იგი მის შეჩერებაზე მუშაობდა. „ანადოლუ“ ადრე აცხადებდა, რომ იგი იმ 70 გენერალსა და ადმირალს შორის იყო, რომლებიც დაპატიმრებული იყვნენ.

 

 

თურქეთში სასამართლო, სამხედრო და პოლიციის სტრუქტურებში მასობრივი წმენდა გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, პოლიციის 8 000-სზე მეტი ოფიცერი გათავისუფლდა სამსახურიდან მათი გადატრიალებაში ჩართულობის ბრალდებით, დაპატიმრებულია 6 0000 სამხედრო პირი. არეულობისას სულ მცირე 232 ადამიანია მოკლული, 1 400 კი დაჭრილი. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი