გიორგი კვირიკაშვილი: დავაფინანსებთ ახალ იდეებს, დამწყებ ბიზნესს
18-07-2016, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მომავალ ოთხ წელიწადში სამეწარმეო სულისკვეთება უნდა გავაძლიეროთ. უფრო მეტად უნდა ავამოძრაოთ ქვეყანა. მივცეთ ხალხს საშუალება და დავეხმაროთ, რომ თავად შექმნან, დაიწყონ თავიანთი საქმე და თვითონ წარუძღვნენ საკუთარ ბიზნესს“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას.

 

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“  ახალ იდეებს, დამწყებ ბიზნესს დააფინანსებს.

 

 

„ჩვენ ამაში ყველას ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ. დავაფინანსებთ ახალ იდეებს, დამწყებ ბიზნესს. ჩვენ განათლების სისტემას შევცვლით ისე, რომ ახალგაზრდები მზად შეხვდებიან ცხოვრებას. ისინი შეიძენენ ისეთ პროფესიას, რომელიც სამსახურს მისცემს მათ და რეალიზების საშუალებას გაუჩენს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა კუთხე და სოფელი ერთმანეთს უმოკლესი, თანამედროვე, კომფორტული ინფრასტრუქტურით უნდა დაუკავშირდეს. პრემიერის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, რომ ხალხს ცხოვრება, მიმოსვლა, ვაჭრობა გაუადვილდეს.

 

 

„მოწყობილი ინფრასტრუქტურა ბიზნესს მისცემს გაფართოების საშუალებას. ბიზნესის გაფართოება კი ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის წინაპირობაა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი