თურქეთის დასავლელმა მოკავშირეებმა გამოხატეს წუხილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დაჟინებით მოუწოდეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უპასუხოს სამხედრო გადატრიალების მცდელობას აწონილ-დაწონილი გზით. ამის შესახებ BBC წერს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორშაბათს ერდოღანს უთხრა, რომ თურქეთის ამბიცია, შეუერთდეს ევროკავშირს, წარსულს ჩაბარდება, თუკი ის აღადგენს სიკვდილით დასჯას.
"დოიჩე ველეს" ცნობით კი, ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას მერკელმა ასევე განაცხადა, რომ დაპატიმრებების ტალღა და სამოქალაქო სამსახურებიდან ადამიანების დათხოვნა, რომელიც სამხედრო გადატრიალების მცდელობას მოჰყვა, „დიდი წუხილის მიზეზია“. 8 000-სზე მეტი ადამიანია დათხოვნილი სასამართლო, პოლიციის და სამხედრო ძალებიდან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეაქო თურქი ხალხის დიდი სიმამაცე, მაგრამ დაამატა, რომ ღირებულმა მოკავშირემ გარანტირებულად უნდა სცეს პატივი დემოკრატიას.
ერდოღანმა სტამბულში შაბათს ხალხისადმი მიმართვისას არ გამორიცხა, რომ პარლამენტმა განიხილოს სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხი, რომელიც მისი მმართველობის დროს, 2003 წელს გაუქმდა სრულად.
თურქეთში სასამართლო, სამხედრო, პროკურატურის და პოლიციის სტრუქტურებში მასობრივი წმენდა გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, პოლიციის 8 000-სზე მეტი ოფიცერი გათავისუფლდა სამსახურიდან მათი გადატრიალებაში ჩართულობის ბრალდებით, ხოლო 6 000 სამხედრო პირი, მათ შორის გენერლები და მაღალჩინოსნები დაპატიმრებულნი არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.