სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, მილან ბრგლეზს შეხვდა.
"საქართველოს დელეგაციასთან ერთად გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, საპარლამენტო მეგობართა ჯგუფების ურთიერთობების გააქტიურებაზე და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ასევე, თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას მრავალმრივი საპარლამენტო ფორმატით - ევროპის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის, ნატოსა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეების ფარგლებში. როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ოქტომბერში, სლოვენიელი დამკვირვებლები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შეხვედრის დაწყებამდე ,,ოქროს წიგნში" ჩანაწერი გააკეთა", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.