ომარ ნიშნიანიძე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე: მე ბევრად მეტი შანსი მქონდა, ვიდრე დასახელებულ კანდიდატებს
19-07-2016, 02:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ვერ ვხსნი პარტიის ლიდერების ამ გადაწყვეტილებას. კრიტერიუმები რაც არის, ათივე თითზე რომ ჩამოვთვალო, არც ერთი კრიტერიუმით ისინი ჩემზე უკეთესები არ არიან“,-განაცხადა საპარლამენტო ურმავლესობის წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მისი თქმით, წარდგენილი კანდიდატები მასზე უკეთესები არ არიან.

 

 

,,ჩვენ ისეთ ასაკში არ ვართ, რომ გული დამწყდეს რამეზე, თუმცა მოველოდი სხვა არჩევანს და ამას მარტო ჩემზე არ ვგულისხმობ, თუმცა მსგავსი რაღაცებიც ხდება.  მე ბევრად მეტი შანსი მქონდა, ვიდრე დასახელებულ კანდიდატებს. შესაბამისად, რესურსებიც და შანსიც მქონდა, რადგან მე ძველი გვარდია ვარ ,,ქართული ოცნების“. სწორედ ის ვარ, რომელიც ალბათ პირველივე ტურში მოიგებდა. ყველას წარმატებებს ვუსურვებ. ისინიც ,,ქართული ოცნების“ წევრები არიან. მე ვერ ვხსნი პარტიის ლიდერების ამ გადაწყვეტილებას. კრიტერიუმები რაც არის, ათივე თითზე რომ ჩამოვთვალო, არც ერთი კრიტერიუმით ისინი ჩემზე უკეთესები არ არიან“, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

 

 

ომარ ნიშნიანიძე იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენამდე ამბობდა, რომ ის სავარაუდოდ ქუთაისის 47-ე საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს.

 

 

გუშინ  პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში იმერეთის 11 მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის,  ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებად კობა ნარჩემაშვილი, გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე დაასახელა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი