რუსეთი და თურქეთი მიმდინარე წელს ჩარტერულ ავიარეისებს არ განაახლებენ
19-07-2016, 02:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წელს რუსეთი და თურქეთი ჩარტერულ ავიარეისებს არ განაახლებენ. ამის შესახებ გაზეთი "იზვესტია" რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მაია ლომიძის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

 


რუსული გამოცემა წერს, რომ თურქულ დელეგაციასთან რუსეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების 14 ივლისს გამართული შეხვედრის დროს წამოიჭრა საკითხები, რომელიც თურქეთის კურორტებზე რუსი ტურისტების უსაფრთხოებას ეხება. მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე, რომლის თანახმადაც თურქეთი რუსულ მხარეს იმ ადგილების სიას გადასცემს, რომელიც შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს მოგზაურთათვის.

 


ლომიძემ გამოცემას განუცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან თურქეთში დასასვენებლად გამგზავრების თაობაზე მიმართვიანობის მოთხოვნა შემცირებულია. ეს დაკავშირებულია ქვეყანაში რამდენიმე დღის წინათ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან.

 


მიუხედავად ამისა, ლომიძის თქმით, რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებმაც უკვე მიმართეს თურქეთში ტურისტული საგზურებისთვის, უარს არ ამბობენ გამგზავრებაზე. მან დააზუსტა, რომ ტურის ღირებულება ოპერატორების მიერ გადახდილი იქნება არა სრული ოდენობით, არამედ დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი