საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ, ლუბლიანაში, პრეზიდენტის სასახლეში პრესისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
გიორგი მარგველაშვილმა რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს შეგუება ოკუპაციას.
,,რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მეზობლის მიმართ არის ძალიან ნათელი და მტკიცე და ის მდგომარეობს შემდეგში:
ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოკუპაციამ არავის არაფერი მოუტანა, მათ შორის არც რუსეთს, არც ოკუპირებულ რეგიონებს და საქართველოსთვის ეს არის კატასტროფული პრობლემა.
ჩვენ ველით იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები მზად იქნებიან რაციონალურად, მშვიდად, ყოველგვარი მტრის ხატის შექმნის გარეშე განიხილონ მეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან.
ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის. ამისთვის მზად უნდა იყვნენ რუსებიც.
როგორც კი საქართველოს ოკუპაციის საკითხი გადაწყდება არ გვაქვს არანაირი, ასე ვთქვათ, უარყოფითი პრეტენზიები რუსეთის მიმართ, არამედ მზად ვართ ვიყოთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, რუსეთსაც ეს უნდა აწყობდეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორი საქართველოში მოიწვია. სლოვენიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილის მიწვევა მიიღო და განაცხადა, რომ საქართველოს აუცილებლად ეწვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.