ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მოძრაობის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლად სამართლებრივ საკითხებში პაატა ბურჭულაძის მრჩეველი დავით ჯანდიერი დაინიშნა.
პარტიის ცნობით, დავით ჯანდიერს, როგორც ცესკო-ში პარტიის წარმომადგენელს მიენიჭა უფლება, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება განახორციელოს, მათ შორის ყველა დონის საარჩევნო ადმისტრაციაში პარტიის წარმომადგენლების დანიშვნის უფლებამოსილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.