ინდოეთში ტურისტის სტატუსით წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებს სავიზო პროცედურა გაუმარტივდათ
06-02-2015, 07:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინდოეთში ტურისტული ვიზით წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებს სავიზო პროცედურა გაუმარტივდათ. მათ ვიზაზე განაცხადის შესატანად ერევანში წასვლა აღარ მოუწევთ.

 


ინდოეთის საელჩოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ტურისტული ვიზისთვის შევსებული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტით, ფოსტის საშუალებით გააგზავნონ ერევანში მდებარე ინდოეთის საკონსულოში, რომელიც საქართველოსაც ფარავს.

 


"ტურისტული ვიზის მსურველები ინდოეთის საელჩოს ამ განსაკუთრებული ჟესტით ისარგებლებენ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებამდე", - აღნიშნულია სომხეთში ინდოეთის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე. რაც შეეხება სხვა სახის ვიზის მიღებას, პროცედურები უცვლელი რჩება და დღემდე არსებული წესი იმოქმედებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი