გიორგი მარგველაშვილი სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს შეხვდა
19-07-2016, 02:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს შეხვდა.

 


"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მისასალმებელია თანამშრომლობა დაძმობილებულ ქალაქებს - თბილისი - ლუბლიანასა და ქუთაისი - მარიბორს შორის.

 


შეხვედრისას აღინიშნა, რომ 2015 წელს, თბილისსა და ლიუბლიანას შორის დაძმობილების ხელშეკრულების განახლებული ხელმოწერის შემდეგ, დედაქალაქებს შორის ურთიერთობა უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა, რაც შესაბამისად, ურთიერთობების განვითარებისათვის წინგადადგმული ნაბიჯია.

 


ვიზიტის ფარგლებში, საქართველო - სლოვენიის მეგობრობის ნიშნად ლიუბლიანაში, თბილისის ქუჩაზე მდებარე სკვერში, სიმბოლურად „მეგობრობის სკამი“ გაიხსნა.

 


შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ლიუბლიანას ისტორიული უბნები დაათვალიერა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი