პაატა ბურჭულაძე: ჩვენი კვლევა რომ ყოფილიყო, უფრო მეტს დავიწერდით, ნახავთ, რომ 12%-ზე ბევრად მეტი გვექნება
19-07-2016, 02:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე მისი პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

 

 

ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური რეიტინგებისგან განსხვავებული ტიპის კვლევებით არის დაინტერესებული.

 

 

„ჩვენ ამ კვლევასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ჩვენ საერთოდ მსგავსი სახის კვლევებს არ ვატარებთ, ჩვენთვის ეს ძალიან დიდ ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. ჩვენ ვატარებთ კვლევებს იმის შესახებ თუ რა უჭირს მოსახლეობას, რა სჭირდება დღეს ყველაზე ძალიან მათ. ეს გვაინტერესებს.  ჩვენი კვლევა რომ ყოფილიყო, უფრო მეტს დავიწერდით, ნახავთ, რომ 12%-ზე ბევრად მეტი გვექნება. ამაში დარწმუნებული ვარ“,-განაცხადა ბურჭულაძემ.

 

 

გუშინ საინფორმაციო სააგენტო GHN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძის დაკვეთით, ივნისის ბოლოს კვლევა ჩატარდა და მასში საქართველოს დიდ ქალაქებში მცხოვრები 1200 რესპოდენტი მონაწილეობდა. კვლევის შედეგების მიხედვით, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ რეიტინგში მესამე ადგილზეა და მას რესპონდენტების -12% უჭერს მხარს.

 

 

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კვლევაში პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგი ასე გამოიყურება: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 19%; „ქართული ოცნება“ - 18% „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 12%; „ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ – 7%; „შალვა ნათელაშვილი- ლეიბორისტული პარტია“ – 6%; ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი- გაერთიანებული ოპოზიცია - 3%; ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა - 3%; სხვა - 8%;  არ ვიცი/უარი პასუხზე- 24%.

 

 

კომენტარები: 6
#6   eka
      
ბატონ პაატას მხოლოდ ის აინტერესებს ხალხს რა უჭირს და რა პრობლემები აქვს. არც ერთ პარტიას არ გაუკეთებია არჩევნების წინ ის, რასაც ბატონი პაატა აკეთებს.მისი მთელი გუნდი მუშაობს მხოლოდ იმაზე თუ რა შეცვალონ ქვეყნის განვითარებისთვის.
ძალიან მაგარი გუნდია და მათ არ ჭირდებათ კვლევების გაკეთება. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ბატონი პაატას იმედი გვაქ.
20 ივლისი 2016 04:22
#5   vika
      
შავი პიარია ნამდვილად რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს, ხალხი მაინც ბატონ პაატას გვერდით დაუდგება რაც ოქტომბერში გამოჩნდება !

კიდევ ბევრჯერ ეცდებიან ესეთი პრიმიტიული და გაცვეთილი მეთოდებით ხელის შეშლას მაგრამ ხალხის სიყვარულს და მხარდაჭერას ვერაფერი აღუდგება წინ!
19 ივლისი 2016 08:51
#4   davit amashukeli
      
ბატონმა დავითმა იცის თავისი საქმე ამიტომაც არის თავისი პარტიის წარმომადგენელი ცესკოში. ბატონ პაატას ჯანდიერისნაირი ჭკვიანი და სუფთა წარსულის მქონე ადამიანები ყავს თავის პარტიაში!
19 ივლისი 2016 08:26
#3   დავითი
      
ყველაფერი ეს მორიგი სპექტაკლია ბატონი პაატას წინააღმდეგ,მან განაცხადა რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და არაფერი საერთო არ აქვთ მათ ამ კვლევებთან!
19 ივლისი 2016 08:24
#2   lasha
      
ბურჭულაძის პარტიის თითქმის ყველა წევრმა განაცხადა რომ ეს ვითომ "კვლევა" მათ არ ეკუთვნის და მეტი რაღა ქნან. ოცნების მიერ მოგონებულ ჭორებს მაინც არ დაიჯერებს ხალხი
19 ივლისი 2016 08:08
#1   მალხაზი
      
მართალია პაატა . ეს ყველაფერი აგორებული ჭორია . ხალხს პაატა უყვარს და ემხრობა . პაატას პარტია აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებსი

პაატა ბურჭულაძის პარტიამ უარყო ამ კველევების ჩატარება, ზოგიერთები განზრახ ავრცელებენ დეზინფორმაციას:
19 ივლისი 2016 08:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი