თურქეთის ხელისუფლებამ პატიმრობაში აიყვანა ორი მფრინავი, რომელთაც რუსული ბომბდამშენი "Су-24" ჩამოაგდეს
19-07-2016, 03:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის ხელისუფლებამ პატიმრობაში აიყვანა ორი მფრინავი, რომელთაც გასული წლის ნოემბერში სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი "Су-24" ჩამოაგდეს, ამის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგი" თურქეთის მაღალი რანგის ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება.

 


ანკარას მონაცემებით, მფრინავები პარასკევ საღამოს და შაბათს (15–16 ივლისი, 2016) სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ.

 


გასული წლის ნოემბერში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ ფაქტს რუსეთისთვის "ზურგში მახვილის ჩარტყმა" უწოდა და აღნიშნულ ქმედებას სავაჭრო სანქციების დაწესებითა და რუსული ტურისტული კომპანიების თურქეთისთვის მომსახურების შეჩერებით უპასუხა. პუტინმა მაშინ განაცხადა, რომ შეზღუდვები მანამ არ მოიხსნებოდა, სანამ რუსეთის მიმართ ბოდიში არ იქნებოდა მოხდილი. მას შემდეგ კი, რაც მიმდინარე წლის 28 ივნისს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირია–თურქეთის საზღვარზე რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ბოდიში მოიხადა – კერძოდ ერდოღანმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა წერილი, სადაც გამოხატა "თანაგრძნობა და ღრმა სამძიმარი", მოკლული მფრინავის ოჯახისადმი – ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყო.

 


30 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ანულირებას უკეთებს თურქეთთან ურთიერთობების შეზღუდვას.

 

 

"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2015 წლის 28 ნოემბრის № 583 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე "რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი ზომების მიღებასთან დაკავშირებით და სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესებაზე თურქეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში", –ნათქვამი იყო 30 ივნისს კრემლის პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


ვლადიმერ პუტინსა და რეჯეპ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი ოთხშაბათს, 29 ივნისს შედგა, რა დროსაც თურქეთისა და რუსეთის ლიდერები პირისპირ შეხვედრაზე შეთახმდნენ.

 

 

მორიგი სატელეფონო საუბარი ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის თურქეთში წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ შედგა. ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მიუსამძიმრა.    

 

 

კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი რუსული მხარის ინიციატივით შედგა. პუტინმა თურქეთში სტაბილურობისა და სიმშვიდის აღდგენის სურვილი გამოთქვა. ქვეყნის პირველმა პირებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით.

 


პუტინისა და ერდოღანის ბოლო შეხვედრა გასული წლის ნოემბერში "დიდი ოცეულის" ფარგლებში, ანტალიაში გაიმართა. აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ანკარამ სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული ბომბდამშენი თვითმფრინავი "სუ-24" ჩამოაგდო. სწორდ ამ ინციდენტის შემდეგ გაფუჭდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი