არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“, მიმდინარე წლის 5-15 ივლისს, 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
აღნიშნული კვლევის შედეგები დღეს, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა.
კვლევის ფარგლებში, სულ გამოიკითხა 3 000-მდე ადამიანი, მათ შორის გამოკითხულთა 64 პროცენტი მამრობითი სქესია, 36 პროცენტი კი - მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. რესპონდენტების შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდა.
ორგანიზაციამ რესპონდენტთა ნაწილი ქუჩაში გამოკითხა, ნაწილი კი - ტელეფონისა და ვებ-გვერდის საშუალებით.
„პოზიციამ“ გამოკითხულ ადამიანებს სამი კითხვა დაუსვა. კერძოდ კი ეს კითხვებია:
1. გაინტერესებთ თუ არა პოლიტიკა?
2. აპირებთ თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წასვლას?
3. როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრებისეული მდგომარეობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ?
პირველ კითხვაზე, გამოკითხულთაგან 78 პროცენტი აცხადებს, რომ პოლიტიკა აინტერესებს, 15 პროცენტს არ აინტერესებს, 7 პროცენტი კი პასუხისგან თავს იკავებს.
რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წამსვლელთა რაოდენობას, რესპოდენტთა 58 პროცენტი აცხადებს, რომ არჩევნებზე წასვლას აპირებს, 17 პროცენტი არ აპირებს, 25 პროცენტმა კი არ იცის წავა თუ არა.
მესამე კითხვაზე კი „როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრებისეული მდგომარეობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ?“ - გამოკითხულთა 43 პროცენტი ამბობს, რომ დადებითად, 18 პროცენტი - უარყოფითად, 27 პროცენტისთვის - არ შეცვლილა, 12 პროცენტმა კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ კვლევით დასტურდება, რომ საზოგადოების მხრიდან პოლიტიკისადმი დაინტერესება მაღალია. პოლიტიკისადმი დაინტერესებას მდედრობითი სქესისგან განსხვავებით, მამრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად გამოხატავენ. კვლევით ასევე, დგინდება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნებზე წასვლას აპირებს. რაც შეეხება შეიცვალა თუ არა საზოგადოების ცხოვრებისეული მდგომარეობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსახლეობაში ცვლილებები დადებითისკენ უფრო მეტია ვიდრე უარყოფითისკენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.