გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო. მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობის მეთაურმა “ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის” პრეზიდენტ რიჩარდ ფონტეინთან და ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან, მიშელ ფლურნოისთან გამართა.
შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების საკითხები, მათ შორისსაქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები იყო.
აღინიშნა, რომ ნატო-ს უელსის სამიტზე საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტის განხორციელების პერსპექტივებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. გამოითქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების» და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან დაგეგმილი მსგავსი „ხელშეკრულების"გაფორმების გამო.
მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოს მიერ საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის უკრაინის კრიზისს.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.