მარკ ტონერი: გიულენის თურქეთში ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ თურქეთი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მისი ჩართულობის სამხილებს წარმოადგენს
19-07-2016, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქი სასულიერო პირის, ფეტჰულა გიულენის თურქეთში ექსტრადირების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუკი თურქული მხარე ფორმალურად მიმართავს ფაშინგტონს აღნიშნულის თაობაზე და წარმოადგენს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის რაიმე ფორმით ჩართულობის სამხილებს.

 

 

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე პრესმდივანმა, მარკ ტონერმა განაცხადა, რომ აშშ-ს თურქეთისგან ფორმალური მოთხოვნა ექსტრადიციის თაობაზე არ მიუღია.

 

 

ჟურნალისტის კითხვაზე – ამბობთ რომ არ მიგიღიათ ფორმალური მოთხოვნა, მაგრამ მთავრობამ [თურქეთის] ფაქტობრივად განგიცხადათ რომ მას განზრახული აქვს მოთხოვნის გაკეთება და ის წარმოადგენს სამხილს, რომ ბატონი გიულენი ამ სამხედრო გადატრიალებას საიდუმლოდ ეხმარებოდა – ტონერმა უპასუხა:

 

 

"მე არ მინდა თურქეთის მთავრობის ნაცვლად ვისაუბრო. იმას რასაც მე ვიტყოდი არის ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ნათლად დაადასტურა, რომ ის და ჩვენ, შეერთებული შტატები მივესალმებით ფორმალური ექსტრადიციის მოთხოვნას, რომელიც ჩვენი რწმენით, სამხილებით იქნება გამაგრებული....

 

 

როგორც თქვენ იცით, ექსტრადიციის პროცესი არ არის ის საკითხი, რაზეც შეიძლება ღიად და საჯაროდ ვისაუბროთ. ფაქტობრივად, ჩვენ საჯაროდ არ მივმართავთ ექსტრადიციის თხოვნებით. ამ შემთხვევაში, ჩვენ გამონაკლისი დავუშვით იმ საჯარო რიტორიკიდან გამომდინარე, რაც არსებობს მოცემულ საკითხზე. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ფორმალური თხოვნა არ მიგვიღია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ესქტრადიციის შესახებ შეთანხმება თურქეთთან და კიდვ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მივესალმებით მათი მხრიდან მსგავს თხოვნას, თუკი ის გამყარებული იქნება სამხილით, რომ გიულენი ჩართული იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობაში. კარგად გვესმის, როგორ აღიქვამენ ფეტჰულაჰ გიულენის როლს თურქეთის მთავრობა და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი. თუმცა, რამდენადაც ჩვენ ვფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას, ის კანონის დაცვით, მშვიდობიანად ცხოვრობს პენსილვანიაში", - განაცხადა ტონერმა.

 

 

ტონერმა იმ შეკითხვის საპასუხოდ კი, რომლის მიხედვითაც – თურქეთის ოფიციოზი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან მის მეგობრობას გადახედავს, თუკი გიულენის ექსტრადირებაზე უარს მიიღებს – უპასუხა:

 

 

"ჩვენ სამხილზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმისდა მიუხედავად, თუ რა იქნება ეს გადაწყვეტილება. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია", - განაცხადა ტონერმა.

 

 

თურქეთის პრემიერ მინისტრმა და პრეზიდენტმა გიულენს, რომელიც შეერთებულ შტატებში, ცენტრალურ პენსილვანიაში განმარტოებულად ცხოვრობს, ბრალი დასდეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედრო ჯგუფთან ორკესტრირებულად მოქმედებაში. მათ თქვეს, რომ გიულენმა სასამართლოში, მედიასა და არმიაში „პარალელური სტრუქტურა“ შექმნა.

 

 

ერდოღანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლოს მის მოთხოვნებთან და აღნიშნა, რომ თურქეთმა ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნის საფუძველზე ვაშინგტონს ტერორისტები გადასცა. როგორც კი „ტერორის მეთაური“ გადასახლების ადგილიდან მოცილებული იქნება, განაცხადა ერდოღანმა, თურქეთს ნამდვილი ცვლილება ექნება.

 

 

ერდოღანის აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ბინალი ილდირიმმა თქვა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ქვეყნიდან განდევნილ სასულიერო პირს, ფეტულაჰ გიულენს გვერდით დაუდგება, თურქეთის მტრად ჩაითვლება.

 

 

თავად გიულენმა „უმკაცრესი ტერმინებით დაგმო სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ და „კატეგორიულად“ უარყო მასში ნებისმიერი ჩართულობა. „მთავრობა უნდა იმარჯვებდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და არა ძალით“, - განაცხადა 75 წლის სასულიერო პირმა, რომელიც ერთ დროს ერდოღანის ახლო მოკავშირე იყო. ჟურნალისტებისთვის მიცემულ იშვიათ ინტერვიუში კი აღნიშნა: "ახლა თურქეთი დემოკრატიის გზაზეა და ის უკან ვეღარ დაბრუნდება".

 

 

გიულენმა ასევე თქვა, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება შესაძლოა ერდოღანის რეჟიმის მიერ იყოს "ინსცენირებული".

 

 

სასულიერო პირი თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მისი შესაძლო თანამონაწილეობის საკითხის გამოძიებას საერთაშორისო ორგანიზაციას სთხოვს.

 

 

გიულენის განმარტებით, თუ მას აღნიშნული მოვლენების ორგანიზებაში ადანაშაულებენ, საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწევს დაამტკიცოს, სახელმწიფო გადატრიალებაში მისი თანამონაწილეობა.

 

 

„საერთაშორისო კომისიამ გადატრიალების მცდელობა გამოიძიოს და შედეგი რაც არ უნდა იყოს, ვაღიარებ, თუნდაც ტყუილი იყოს, მაინც ვაღიარებ. მხოლოდ ვითხოვ, გამოძიება საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატაროს“, -განაცხადა გიულენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის დაძაბულობამ ესკალაციას მიაღწია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ლიდერები უკმეხად მოითხოვდნენ ძალადობის ორკესტრირებაში ბრალდებული, შეერთებულ შტატებში ბაზირებული თურქი სასულიერო პირის ფეტჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას. ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი“ წერს.

 

 

სააგენტოს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის ძლიერი მხარდაჭერის შემდეგ, როცა ჩანდა, რომ მისი მთავრობა შეიძლება დაემხოთ, ობამას ადმინისტრაციამ მწვავედ შეუტია მის ნატოელ მოკავშირეს.

 

 

„საჯარო ინსინუაციები ან მტკიცებები სამხედრო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში შეერთებული შტატების ნებისმიერ როლზე სრულიად მცდარი და საზიანოა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“, -უთხრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ მის თურქ კოლეგას სატელეფონო საუბრისას, რომლის შინაარსსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

 

 

 

 

უფრო ადრე, ლუქსემბურგში ვიზიტისას ქერიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გაითვალისწინოს გიულენის თაობაზე ექსტრადიციის თხოვნა, თუკი თურქეთი წარმოადგენს მის შესახებ სამხილს, რომ იგი უკანონო ქმედებას ეწევა. ერდოღანი დიდი ხანია ბრალს სდებს გიულენს, მის ყოფილ მოკავშირეს, იმაში, რომ იგი მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს, მაგრამ ვაშინგტონს ეს პრეტენზიები არასოდეს მიუჩნევია უდავო მტკიცებულებად, წერს „ასოშეითედ პრესი“.

 

 

„ჩვენ სრულად მოველით, რომ გიულენის შესახებ შეკითხვები იქნება წამოჭრილი“, – უთხრა ქერიმ რეპორტიორებს. „და, მკაფიოა, რომ ჩვენ ვეპატიჟებით თურქეთის ხელისუფლებას, როგორც ამას ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ, წარმოგვიდგინოს ნებისმიერი ლეგიტიმური სამხილი, რომელიც გაუძლებს კრიტიკულ განხილვას და შეერთებული შტატები მიიღებს და გადახედავს მას და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი