„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ იმერეთის ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაფასა. ბაქრაძემ ამას "შევარდნაძის დროინდელ წარსულში" დაბრუნება უწოდა.
„გუშინ წარდგენილი კანდიდატები ნათლად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიყავს უკან, შევარდნაძის დროინდელ წარსულში, თავისი პერსონებით, პრობლემებით და მენტალიტეტით, ხოლო ქვეყანას და ხალხს სჭირდება მომავალი. გუშინდელი სია ადასტურებს თუ რატომ არ უნდა მისცეს ხმა მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ და უნდა აირჩიოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მოუტანს მომავალს და არ დააბრუნებს იმ ეპოქაში, საიდანაც ძლივს დავაღწიეთ თავი“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ, რომელმაც შეკითხვის – თუ როგორ შეაფასებდა ის პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ თავი უნდა დავაღწიოთ წარსულს, – საპასუხოდ თქვა, რომ გუშინ წარდგენილი სახეების შემდეგ „აღნიშნული განცხადება არასერიოზულია".
„გუშინდელი ანტურაჟი და სახეები იყო სრულიად წარსულის გაგრძელება, საიდანაც ქართველმა ხალხმა დიდი ძალისხმევით დააღწია თავი. უნდა ვიაროთ წინ, რადგან ქვეყანას სჭირდება მომავალზე ორიენტირებული ძალა და არა ის, რომელიც ქვეყანას შევარდნაძის დროინდელ ეპოქაში დააბრუნებს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.