ანკარამ ფეთჰულაჰ გიულენის გადაცემის თხოვნით აშშ-ს ოფიციალურად მიმართა
19-07-2016, 05:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, ანკარამ ფეთჰულაჰ გიულენის გადაცემის თხოვნით ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალურად მიმართა.

 

 

ანკარას ოფიციალურ მიმართვამდე, აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ფეთჰულაჰ გიულენის თურქეთში ექსტრადირების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუკი თურქული მხარე ფორმალურად მიმართავს ფაშინგტონს აღნიშნულის თაობაზე და წარმოადგენს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის რაიმე ფორმით ჩართულობის სამხილებს.

 

 

თურქეთის პრემიერ მინისტრმა და პრეზიდენტმა გიულენს, რომელიც შეერთებულ შტატებში, ცენტრალურ პენსილვანიაში განმარტოებულად ცხოვრობს, ბრალი დასდეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედრო ჯგუფთან ორკესტრირებულად მოქმედებაში. მათ თქვეს, რომ გიულენმა სასამართლოში, მედიასა და არმიაში „პარალელური სტრუქტურა“ შექმნა.

 

 

ერდოღანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლოს მის მოთხოვნებთან და აღნიშნა, რომ თურქეთმა ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნის საფუძველზე ვაშინგტონს ტერორისტები გადასცა. როგორც კი „ტერორის მეთაური“ გადასახლების ადგილიდან მოცილებული იქნება, განაცხადა ერდოღანმა, თურქეთს ნამდვილი ცვლილება ექნება.   

 

 

ერდოღანის აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ბინალი ილდირიმმა თქვა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ქვეყნიდან განდევნილ სასულიერო პირს, ფეტულაჰ გიულენს გვერდით დაუდგება, თურქეთის მტრად ჩაითვლება.

 

 

თავად გიულენმა „უმკაცრესი ტერმინებით დაგმო სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ და „კატეგორიულად“ უარყო მასში ნებისმიერი ჩართულობა. „მთავრობა უნდა იმარჯვებდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და არა ძალით“, - განაცხადა 75 წლის სასულიერო პირმა, რომელიც ერთ დროს ერდოღანის ახლო მოკავშირე იყო. ჟურნალისტებისთვის მიცემულ იშვიათ ინტერვიუში კი აღნიშნა: "ახლა თურქეთი დემოკრატიის გზაზეა და ის უკან ვეღარ დაბრუნდება". გიულენმა ასევე თქვა, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება შესაძლოა ერდოღანის რეჟიმის მიერ იყოს "ინსცენირებული".

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი