ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაგიკ კარსლიანი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ახალი პროექტის ,,მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის" საკითხებზე იმსჯელეს. ამის შესახებ guardian.ge–ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტი საშუალებას იძლევა მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისათვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000 -დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი.
შეხვედრაზე გამგებლის წარმომადგენლების უფლებამოსილებაში შეტანილი ცვლილებები - დაბადებისა და გარდაცვალების ფაქტების დადგენის საკითხიც განიხილეს.
"შეხვედრა ასევე შეეხებოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 150 მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის ან გარდაცვალების ფაქტის დადგენის საკითხებს, რომელიც გამგებლის წარმომადგენლებს სსგს ნინოწმინდის სრ სამსახურის უფროსმა სერგეი კარახანიანმა გამგეობის იურისტთან ანდრანიკ ქსპოიანთან ერთად გააცნო და მათ სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა", – აცხადებენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.