„ლევან ვარშალომიძის დაპირებები შესაძლოა ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს“
19-07-2016, 07:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მოუწოდებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებებით დაინტერესდეს.

 

 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ლევან ვარშალომიძის დაპირებები, შესაძლოა,  საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს.

 

 

„18 ივლისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსათვის” ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქალაქ ბათუმში „სოციალური სახლების პროგრამას“ ახორციელებს, რომლის ფარგლებში პარტიის ერთ-ერთი წევრი, ლევან ვარშალომიძე, ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. მსგავს ხელშეკრულებებს ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ მოქალაქეებთან ამ დრომდე აფორმებს.

 

 

ხელშეკრულების თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, წარმოდგენილი ლევან ვარშალომიძის სახით, იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ ბათუმში, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას, განახოციელებს მრავალბინიანი სახლების მშენებლობას და მათ უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს. აღნიშნული ვალდებულების განხორციელებას პარტია ეტაპობრივად, გამარჯვებიდან 4 წლის მანძილზე გეგმავს. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, თუ რა წყაროებიდან იქნება ეს პროექტი დაფინანსებული.

 

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობათა გადაცემის დაპირებით. ამასთანავე, ამომრჩევლის მოსყიდვა აკრძალული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

 

 

ნორმის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა წინასაარჩევნო კამპანია სხვადასხვა პროგრამებსა და იდეებზე დაყრდნობით აწარმოონ და არა ფინანსური/მატერიალური დაინტერესების მეშვეობით. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქმედება, შესაძლოა, მიმართული იყოს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეთა ხმების მიღების სანაცვლოდ, მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისკენ.

 

 

მიგვაჩნია, რომ პარტიის ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით, გამოიკვლიოს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის პასუხისმგებლობის ზომებს. ამასთანავე, მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტებს, თავი შეიკავონ, ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ამომრჩევლის მხრიდან შეიძლება აღიქმებოდეს მათ მოსყიდვად”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი