ინგლისში, ლინკოლნშირის საგრაფოში, საცურაო აუზთან ახლოს, სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცის BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეიარაღებული თავდამსხმელი გარდაცვლილი ნახეს საცურაო აუზთან. როგორც ლინკოლნშირის პოლიცია აცხადებს, მათ ოფიცრებს თავდამსხმელისთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ. სავარუადოდ, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
გარდაცვილთა შორის ორი ქალი და ერთი მამაკაცია.
სამართალდამცველების ცნობით, ინცინდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.
BBC-ის რადიოსთან საუბრისას, ლინკოლნშირის სამხრეთ ოლანდის რაიონის საბჭოს ლიდერმა განაცხადა, რომ ეს „საოჯახო ინციდენტია“.
„ყველანაირად ჩანს, რომ ეს არის ძალიან ტრაგიკული ოჯახური ინციდენტი",-განაცხადა გარი პოტერმა.
პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, ლინკოლნშირის საგრაფოს მიმიდებარე ტერიოტრიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.