სირიის ჩრდილოეთით, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ქალაქ მანბიჯში, საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მათ სჯერათ, რომ ეს თავდასხმა განხორცილებული იყო კოალიციის სამხედრო თვითმფრინავების მიერ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ორგანიზაციის ცნობით, ავიაიერიშების შედეგად, 11 ბავშვია დაღუპული და ათობით ადამიანი დაჭრილია.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულ ადგილზე თავდასხმები მაისის ბოლოს დაიწყეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ (SDF), რომელშიც ქურთი და არაბი მებრძოლები არიან გაერთიანებულები. მათ სურთ, ხელში ჩაიგდონ ბოლო ტერიტორია, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვარზე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ კონტროლდება.
„SDF-ს ქალაქზე ალყა აქვს შემორტყმული, მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს“ შეტაკებები ჯერ კიდევ ხდება მანბიჯის მიმდებარე ტერიტორიებზე.
გავრცელებული ცნობით, ამავე ქალაქზე გუშინ აღნიშნული კოალიციის ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა.
ქალაქ მანბიჯის აღების თვალსაზრისით, პროგრესი ძალიან მცირეა. ქურთული წყაროების მიხედვით, სამხედროებს განლაგებული ჰყავთ სნაიპერები, დანაღმული აქვთ ტერიტორიები, მშვიდობიან მოქალაქეებს ნებას არ აძლევენ, ტერიტორია დატოვონ და აფერხებენ მცდელობებს, რომ დაბომბონ ქალაქი“,-წერს გამოცემა.
ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ავიაიერიშების შედეგად, მაისის ბოლო რიცხვებიდან მანბიჯში 104 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ახლახან გაკეთებული განცხადებით, დაახლოებით 70 ათასი სამოქალაქო პირი არის მანბიჯში მომწყვდეული.
"სამოქალაქო პირებს... გავრცელებული ცნობით, კლავენ, თუკი, ისინი დატოვებენ თავიანთ სახლებს ან შეეცდებიან გაქცევს. ოჯახებს არ შეუძლიათ, მივიდნენ სასაფლაოებამდე, რომ ნათესავები დაკრძალონ და მათ თავიანთ ბაღებში მარხავენ ან გვამებს ბუნკერებში ინახავენ ",-განაცხადა ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა.
მისი თქმითვე, ქალაქს ამჟამად არ გააჩნია ელექტროენერგია და სასმელი წყალი.
"უცნობია ფუნქციონირებს თუ არა რომელიმე სამედიცინო დაწესებულება",-დასძინა ჰუსეინმა.
კოალიცია SDF აცხადებს, რომ ქალაქ მანბიჯის ტერიტორიაზე 450-ზე მეტი დარტყმა განახორიცელა. კოალიცია გამოწვლილვით იძიებს სამოქალაქო პირების სივკდილის ფაქტებს და დადასტურებულ ცნობებს გამოაქვეყნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.