აბაშის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სოფელ მაცხოვრისკარსა და გეზათში ძველი, თანამედრო სტანდარტებთან შეუთავსებელი შენობების ნაცვლად, ახალი აიგება.
"ბაღების მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში 230 700 ლარია გამოყოფილი. პროექტის შემსრულებელი შპს „ალისაა“ და მშენებლობის პროცესში ადგილობრივ მოსახლეობა დასაქმდება.
ძველი შენობების დემონტაჟი უკვე დასრულდა. სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მამუკა კვიტაშვილმა და გამგებლის მოადგილემ, ვახტანგ გაბელაიამ მოინახულეს", - აცხადებენ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.