საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა პეკინში მიიწვია
06-02-2015, 22:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა პეკინში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა იან ცზეჩთან მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

 

 

მხარეებმა განიხილეს ახალი აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივები. ჩინურმა მხარემ თბილისში დაგეგმილი ახალი აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მზაობა გამოთქვა. ჩინეთის სახელმწიფო მდივნის, იან ცზეჩის განცხადებით, აბრეშუმის გზის კონცეფციაში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით ჩინეთს მიღებული აქვს გადაწყვეტილება და მზადდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც ახლო მომავალში გაფორმდება.

 


გამოითქვა კმაყოფილება ორი ქვეყანის ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა სავაჭრო–ეკონომიკურ თანამშრომლობას და ჩინეთიდან საქართველოში ინვესტირების კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს.

 


ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე.

 


საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახელმწიფო მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი