გიორგი მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მე ნამდვილად არ მმართავს
19-07-2016, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბიძინა ივანიშვილი რას მართავს არ ვიცი იმიტომ, რომ მე ნადვილად არ მმართავს“, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.

 


„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ის არის პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდამჭერი. სიაში არის თუ არა ის, ეს სხვა თემაა. დღეს ჩვენ ყველა პოლიტიკაში ვართ, ვიღაცა „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ვიღაცა - „თავისუფალ დემოკრატებს“, ვიღაცა - „რესპუბლიკელებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 


ჟურნალისტის რეპლიკაზე, ბიძინა ივანიშვილი დიახ მართავს ქვეყანას და არ აქვს მნიშვნელობა ფორმალურია ეს მმართველობა თუ არაფორმალური, პრეზიდენტმა უპასუხა:

 


„მე არ მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას. ეს თქვენ თქვით. მე არასდროს არ ვლაპარაკობ ჭორებზე და იმაზე, რაც არ გამიგია. მე ვლაპარაკობ საჯარო განცხადებებზე „ქართული ოცნების“, მე ვლაპარაკობ საჯარო განცხადებებზე ბიძინა ივანიშვილის როგორც პოლიტოკოსის. ვიცი, რომ არჩვენების პროცესში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი სახე იქნება ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი