გიორგი მარგველაშვილი: შეცდომაა, როდესაც პოლიტიკოსს ჰგონია, რომ მედიასთან დაპირისპირებით პოლიტიკურ წარმატებას მიაღწევს
19-07-2016, 13:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმის იურიდიულ კონტექსტს არ განიხილავს, თუმცა მან გადაცემა „არჩევანში“ ტელეკომპანიის პოლიტიკურ კონტექსტზე ისაუბრა.

 

 

მან ასევე, აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში თავისუფალი მედია იყოს.

 

 

პრეზიდენტის თქმით, თავისუფალი მედია და სასამართლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თავისუფალი მედია იყოს და საქართველოს თავისუფალი სასამართლო ჰყავდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას თავისი შინაგანი რწმენისა და კანონის საფუძველზე იღებდეს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ საკუთრების უფლება დაცული იქნას.

 

 

მე საქმეებს არ განვიხილავ. არ განვიხილავ არც პირველი ინსტანციის, არც მეორე ინსტანციის იურიდიულ კონტექსტს. მე მოგახსენებთ პოლიტიკურ კონტექსტს. „რუსთავი 2“-ის იურიდიული და პოლიტიკური კონტექსტები ორი სხვადასხვა რამეა.

 

 

საქართველოს დემოკრატიული მომავალი არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ზეა დამოკიდებული, არამედ თითოეულ მოქალაქეზე და პოლიტიკოსზეა დამოკიდებული და გადის თითოეული მოქალაქის შეგნების კონტექსტში, როდესაც ჩვენ ყველანი ვთვლით, რომ არა უბრალოდ მომხმარებლები ვართ სახელმწიფოსი, არამედ ვართ ადამიანები, მოქალაქეები, ამომრჩევლები, რომლებიც ამ სახელმწიფოს ვქმნით.

 

 

რაც შეხება „რუსთავი 2“-ის პოლიტიკურ კონტექსტს, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ პოლიტიკოსების ძალიან ბევრი, ალბათ, ათობით გამონათქვამი არსებობს.

 

 

ჩვენს ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კრიტიკული მედია მათთვის პრობლემის შემქმნელია, ასეთი ტიპის მსჯელობა რეალურად, პრობლემას უქმნის არა მხოლოდ მედიას, არამედ დემოკრატიასაც და ამ პოლიტიკოსების აზროვნებასაც და წარმატებასაც“,-განაცხადა პრეზიდენტმა და იგულისხმა თუ ამ პოლიტიკოსებში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

 

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მედია შეიძლება იყოს კრიტიკული.

 

 

„პოლიტიკოსის პოზიციიდან გესაუბრებით, ბევრად მირჩევნია მედია ჩემ მიმართ იყოს კრიტიკული, აგრესიულიც კი, მაგრამ მე ვიყო მედიაში და ჩემი ციტირების ინდექსი იყოს მაღალი. მე მიყურებდეს მაყურებელი, აინტერესებდეთ ჩემი პასუხი, მე შევიდე პოლემიკაში პოლიტიკოსთან, რომელიც მაკრიტიკებს ან წამყვანთან, რომელთანაც შემიძლია ვიკამათო და დავამტკიცო ჩემი სიმართლე. პრინციპულად შეცდომაა, როდესაც პოლიტიკოსს ჰგონია, რომ მედიასთან დაპირისპირებით პოლიტიკურ წარმატებას მიაღწევს. მედიასთან დაპირისპირება ყოველთვის კრახით მთავრდება. განსაკუთრებით, საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ პოლიტიკური ინტერესებით, გააჩნიათ პოლიტიკური გემოვნება და ძალიან ღრმად აანალიზებენ პოლიტიკურ პროცესებს.  არაერთი გამონათქვამი იყო „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, როგორც მედიის წინააღმდეგ. ეს გამონათქვამები ძალიან მძიმე შთაბეჭდილებასა და ფონს ტოვებს ჩვენს პარტნიორებზე“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საქმის გარშემო არსებულ კითხვის ნიშნებს სრულად უპასუხებს.

 

 

მარგველაშვილი აქვე ამბობს, რომ ის გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომ 3 მოსამართლე მისი რეკომენდაციით არის არჩეული და აქვე განმარტავს, რომ ამ მოსამართლეებთან ერთად ის პასუხისმგებლობას სხვა მოსამართლეებთან ერთადაც გრძნობს.

 

 

„მე არც იურისტი ვარ და არც მედიაექსპერტი, არც სურვილი არ მაქვს რომ საქმის დეტალები ვიცოდე. მე ვიცი და ვთქვი ეს უკვე არაერთხელ, რომ რუსთავი2-ის მიმართ წარიმართა აგრესიული პოლიტიკური პროცესი“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

 

 

პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ქვეყანამ უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობას, მედიისა და სასამართლოს თავისუფლებას, თუმცა აქვე დასძენს, რომ ვერავის ვერ უკარნახებს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი