პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში პრორუსული ძალები მოხვდნენ
19-07-2016, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პარლამენტში პრორუსული ძალები მოხვდნენ.

 

 

პრეზიდენტი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და არც წინააღმდეგია. მარგველაშვილი ფიქრობს, რომ თუ ეს მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს სურს, ეს ასე უნდა იყოს და ამ პროცესს პრეზიდენტი დემოკრატიულად აფასებს. 

 

 

ამის შესახებ მან გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას განაცხადა.

 

 

პლურალიზმისთვის სასარგებლოა, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და არ დაიკარგოს არცერთი მანდატი. თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს კურსი უნდა იყოს სხვანაირი, ისინი უნდა არსებობდნენ პარლამენტში. ეს არის დემოკრატია. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეეები. სხვა საკითხია, ვიქნები თუ არა მე დამარცხებული, ისინი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამის არანაირი შანსი არ არსებობს. მაგრამ, რომ ჰყავდეთ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა, ეს სრულიად დასაშვებია“, - ამბობს პრეზიდენტი.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი ასევე, ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ამას მათ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ წაართმევს.

 

 

„ქართველი ხალხი დასავლეთისკენ მიდიოდა საბჭოთა კავშირის დროსაც, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც. ეს პროცესი დამოკიდებული არ არის არც ჩემზე, არც „ნაციონალურ მოძრაობაზ“, არც „რესპუბლიკელებზ“, არც „ოცნებაზე“, ამას წყვეტს საზოგადოება“, - აცხადებს პრეზიდენტი. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი