თურქეთის განათლების სისტემიდან 15 000 თანამშრომელი დაითხოვეს, 24 რადიო და სატელევიზიო არხს ლიცენზიები გაუუქმდა
19-07-2016, 14:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში, გასული დღეების წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სახელმწიფო უწყებებში მასობრივი წმენდა გრძელდება და ამჯერად, განათლების სისტემაში მომუშავე 15 000-სზე მეტი ადამიანი დაითხოვეს სამსახურებიდან. ამის შესახებ BBC წერს.

 


განათლების მინისტრმა მათ ბრალი დასდო შეერთებულ შტატებში დევნილ სასულიერო პირთან ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში, რომელიც თურქეთის მთავრობის განცხადებით, პარასკევის ამბოხების უკან იდგა.

 

 

1 500-სზე მეტი უნივერსიტეტის ხელმძღვანელს ასვე უბრძანეს, რომ გადადგნენ და 21 000 პედაგოგს, რომელიც კერძო ინსტიტუტებში მუშაობენ, ლიცენზიები გაუუქმდათ.

 


პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გიულენის მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმედებების შესახებ განაცხადა.

 


„დიდი ბოდიში, მაგრამ ეს პარალელური ტერორისტული ორგანიზაცია უკვე აღარ იქნება ეფექტური თოჯინა ნებისმიერი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ილდირიმმა - „როიტერსის“ სააგენტოს თანახმად.

 

 

„ჩვენ ამოვთხრით მათ ძირფესვიანად, ამგვარად, საიდუმლო ტერორისტულ ორგანიზაციას არ ექნება ნერვი კვლავ უღალატოს ჩვენს დალოცვილ ხალხს“.

 

 

თურქეთის მედიის რეგულაციის ორგანომ, გიულენთან კავშირების ბრალდებით, სამშაბათს ასევე გააუქმა ლიცენზიები 24 რადიო და სატელევიზიო არხს.

 

 

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი დასრულების შემდეგ სახელმწიფო სამსახურებში წმენდის მასშტაბებმა არნახულ რიცხვს მიაღწია.

 


როგორც "დოიჩე ველე" სამშაბათს დილით იუწყებოდა, სამსახურებიდან დათხოვნილთა რიცხვმა 20 000–სს მიაღწია, ხოლო დაპატიმრებულთა რაოდენობამ კი 7 543–ს. მათ შორის არიან 6 000–სზე მეტი ჯარისკაცი, მათ შორის გენერლები და მაღალი რანგის ოფიცრები, პოლიციის 100 ოფიცერი, 755 მოსამართლე და პროკურორი და 650 სამოქალაქო პირი.

 


ორშაბათს უსაფრთხოების სამსახურის მაღალი რანგის ოფიცერმა ახალი ამბების სააგენტო "როიტერსს" განუცხადა, რომ პოლიციის 8 000 ოფიცერი, მათ შორის ისინი ვინც ანკარასა და უდიდეს ქალაქ სტამბულში მუშაობდნენ, არშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში ჩართულობის ბრალდებით თავიანთი პოსტებიდან გადააყენეს.

 


უფლებამოსილება შეუჩერდა ფინანსთა სამინისტროს დაახლოებით 1 5000 ოფიციალურ პირს. თურქული CNN –ის ცნობით კი, 30 გუბერნატორი და საჯარო სამსახურის 50–ზე მეტი მაღალი რანგის მოხელე ასევე დათხოვნილია სამსახურებიდან, 3 მილიონზე მეტ საჯარო მოხელეს კი ყოველწლიური შვებულების აღების პროცესი შეუჩერდა, ხოლო 3 000–სზე მეტ მოსამართლეს და პროკურორს სამსახური დაატოვებინეს. სხვა წყაროების ცნობით, კი მასობრივი წმენდა მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი