გიორგი მარგველაშვილი: კვირიკაშვილთან მუშაობა შემიძლია, მაგრამ ამით ვერ ვამბობ იმას, რომ ეფექტიანად ვმუშაობთ
19-07-2016, 14:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, წინა პრემიერთან შედარებით, მოქმედ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან უფრო კეთილგანწყობილი ურთიერთობის ქონა კონსტრუქციულობის დამსახურებაა.

 

 

ამის შესახებ მან გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ  გიორგი კვირიკაშვილი მისი პოლიტიკური პარტნიორია და არა მეგობარი.

 

 

„ამის მიზეზია კონსტრუქციულობა, კვირიკაშვილის სურვილი, რომ ვისაუბროთ საკითხებზე და თემებზე და არა პიროვნულ ურთიერთობებზე. ჩვენ არასდროს გვქონია რაიმე პიროვნულზე საუბარი, ვიღაცა მესამე ადამიანებთან ურთიერთობაზე საუბარი, ჩვენ ბევრად უფრო სერიოზულად ვთანამშრომლობთ, ვიდრე აქამდე იყო თანამშრომლობა. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე და არ ვჭორაობთ. რადგან ასეთია კვირიკაშვილი, რადგან გესაუბრება პოლიტიკაზე, ბუნებრივია მასთან მუშაობა მიდის. კვირიკაშვილი ჩემი მეგობარი არ არის, ის ჩემი პოლიტიკური პარტნიორია... მე არ მინდა, კვირიკაშვილის არჩევნების პროცესში მისი შეფასება გავაკეთო. რამდენად არის ის წარმატებული თუ ღარიბაშვილის 2 წელი იყო წარმატებული, ამას ამომრჩეველი განსაზღვრავს. პოლიტიკური საქმიანობის შეფასებას მე არ ვაპირებ... მე კვირიკაშვილთან მუშაობა შემიძლია, მაგრამ ამით ვერ ვამბობ იმას, რომ ეფექტიანად ვმუშაობთ მეთქი. ეს არ მითქვამს. მის საქმიანობას ვინმე სხვა შეაფასებს“,- აცხადებს პრეზიდენტი. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი