„ქართული ოცნების მიმართ მერამდენედ არის ბრალდება, ჩვენ წავედით და გახდა რუსული, მე ამას ვერ ვხედავ“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმითვე, ევროსკეპტიკური ან ანტიევროპული ნარატივი ბევრად უფრო აქტიურად გაჩნდა მედიაში. კერძოდ კი გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, შესაძლოა, ანტიევროპული ნარატივის ტენდენცია გაძლიერდა, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს ხელისუფლებას არ წაუხალისებია, რადგან ამის მტკიცებულება არ არსებობს. ტენდენციის გაძლიერების მიზეზად პრეზიდენტი მიიჩნევს იმას რომ, „ხელისუფლება მძიმე ხელით აღარ ექცევა პოლიტიკურ ოპონენტებს“, რასაც ის მიესალმება და ასევე ამბობს, რომ „რუსული პროპაგანდა ბევრად უფრო დახვეწილი გახდა“.
„თუ ვინმეს აქვს განსხვავებული ხედვა, თუნდაც საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვასთან დაკავშირებით, ეს მათი უფლებაა, რომ ჰქონდეთ სხვანაირი ხედვა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ამას არ ვიზიარებდეთ, დემოკრატია ეს არის, რომ ჩვენ უნდა მოვითმინოთ სხვა შეხედულებების მქონე ადამიანები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებითაც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ საინტერესო ნარატივის შექმნა მხოლოდ „რუსთავი 2“-ში არ ხდება.
„ძალიან მომწონს „რუსთავი 2“, გამოკითხვების საფუძველზე არის ლიდერი მედია, მაგრამ როგორც დემოკრატიულობა, ისე პროდასავლურობა, საინტერესო ნარატივის შექმნა არამხოლოდ „რუსთავი 2“-ში ხდება," - განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.