თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს სამსახურის ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაარსების მნიშვნელობას და ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებების დროულად ამოქმედების აუცილებლობას.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თურქეთის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და კმაყოფილება გამოთქვა ვიზიტის ნაყოფიერად დასრულების გამო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა თურქი ხალხისადმი და გამოთქვა რწმენა, რომ სტაბილური და დემოკრატიული თურქეთი რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი იქნება.
გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.
აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად განამტკიცებს.
გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა უკვე გამართა ქვეყნის პრემიერ მინისტრთან, ბინალი ილდირიმთან. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმა თურქ კოლეგასთან ერთად მედიისთვის პრესკონფერენციაც გამართა.
ბინალი ილდირიმმა პრემიერს თურქი ხალხისა და თურქეთის მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.