დონალდ ტრამპი "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა – "ჩვენ მოვიგებთ საპრეზიდენტო პოსტს და მოვიტანთ რეალურ ცვლილებებს ვაშინგტონში"
20-07-2016, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ყრილობამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცა, დელეგატებს მიმართა და დაჰპირდა, რომ ნოემბერში არჩევნებს მოიგებს.

 

 

"ჩვენ მოვიგებთ ოჰაიოს შტატს და საპრეზიდენტო პოსტს და მოვიტანთ რეალურ ცვლილებებს ვაშინგტონში", – განაცხადა ტრამპმა, ნიუ იორკიდან ტელეხიდის საშუალებით მიმართვისას. მილიარდერმა პირობა დადო, რომ ამერიკული არმიის სიძლიერს აღადგენს, გაიმარჯვებს ტერორისტებზე, იზრუნებს ვეტერანებზე და აღადგენს კანონსა და წესრიგს.

 


"ერთად ჩვენ ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ – რესპუბლიკური პარტიის ისტორიაში ყველაზე დიდი ოდენობის ამომრჩევლის მონაწილეობას", – აღნიშნა ტრამპმა, რომელსაც პირველად რესპუბლიკური პარტიის ისტორიაში, არჩევნებში რეკორდულად მაღალმა, 14–მა მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

 


ყრილობაზე კი ტრამპმა 1 725 დელეგატის ხმა მიიღო, საჭირო კი სულ მცირე 1 237 იყო და ამით, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა.

 

 

აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს იმართება. ტრამპის მთავარი კონკურენტი დემოკრატიული პარტიიდან ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უნდა გახდეს, რომელსაც ფაქტობრივად გარანტირებული აქვს კანდიდატობის ფორმალური სტატუსი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი