კიევში ცნობილი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის ავტომანქანა ააფეთქეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტომობილი, რომელშიც Украинская Правда-ს თანამშრომელი პაველ შერემეტი იმყოფებოდა, კიევის ცენტრში აფეთქდა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.
როგორც უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, ხატია დეკანოიძემ ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, პაველ შერემეტის დაღუპვის საქმის გამოძიება მისთვის ღირსების საკითხია.
„პაველ შერემეტი ჩემი კარგი ნაცნობი იყო, ის იყო პირველი ადამიანი, ვისაც ინტერვიუ მივეცი. ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო, ამიტომ ჩემთვის ეს ღირსების საკითხია“, - განაცხადა დეკანოიძემ და დასძინა, რომ ჯერჯერობით მომხდარის შესახებ ოფიციალური ვერსია პოლიციას არა აქვს, მიმდინარეობს გამოძიება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.