პეტრო პოროშენკომ სამართალდამცავებს ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიება დაავალა
20-07-2016, 02:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სამართალდამცველებს დაავალა, ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობა დაუყოვნებლივ გამოიძიონ.

 

 

პოროშენკოს სამართალდამცველებისადმი მიმართვა მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

„დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

 

 

მან ასევე, პაველ შერემეტის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

 

 

კიევში ცნობილი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის ავტომანქანა დღეს ააფეთქეს.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავების ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

 

 

როგორც უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, ხატია დეკანოიძემ ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, პაველ შერემეტის დაღუპვის საქმის გამოძიება მისთვის ღირსების საკითხია.

 

 

„პაველ შერემეტი ჩემი კარგი ნაცნობი იყო, ის იყო პირველი ადამიანი, ვისაც ინტერვიუ მივეცი. ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო, ამიტომ ჩემთვის ეს ღირსების საკითხია“, - განაცხადა დეკანოიძემ და დასძინა, რომ ჯერჯერობით მომხდარის შესახებ ოფიციალური ვერსია პოლიციას არა აქვს, მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი