მუხროვანის ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით გასამართლებული პირები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურებიან.
ლევან ამერიძის განცხადებით, იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრძანება გვამებთან დაკავშირებით რეალურად სააკაშვილის ბრძანების გამეორება იყო. მისი განცხადებით, სწორედ ყოფილი პრეზიდენტისგან მოდიოდა დავალება მათი ლიკვიდაციის შესახებ.
"ეს არის კადრები იმის შესახებ , როცა ჩვენი დევნის ოპერაცია დაიწყო. სააკაშვილმა უშიშროების საბჭოზე პირადად დაავალა მერაბიშვილს, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა მიწიდან ამოეთხარა კრიალაშვილი,ოთანაძე და ამირიძე". — განაცხადა ლევან ამერიძე.
მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად მყოფი ყველა იმ მაღალჩინოსნის პასუხისგების საქმის დაყენებას ითხოვს კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი კობა ოთანაძე. მისი განცხადებით სპეცოპერაციას გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, ვანო მერაბიშვილი და ძალოვანი სტრუქტურების სხვა მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ.
"სპეცოპერაციის დროს სამნი ვიყავით, გია კრიალაშვილი კი დაიღუპა. მე 14 ტყვია მაქვს მოხვედრილი, ლევანს 9 ტყვია. ჩვენ ჩაგვცხრილეს და გადმოგვყარეს, ამის შემდეგ გივი თარგამაძე, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი გვიყურებდნენ, რომ ისევ გვესროლეს. ამ ჩვენი ვითომ ამბოხით ხალხის დაშინება უნდოდათ, სინამდვილეში კი არავითარი ამბოხი არ ყოფილა".- განაცხადა კობა ოთანაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველი კადრები.
სკანდალური ვიდეო, სადაც ვანო მერაბიშვილი ამბობს: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია" იხილეთ ბმულზე - See more at: http://guardian.ge/149-skandaluri-video-sadac-vano-merabishvili-ambobs-ori-gvami-mtcirdeba-momitaneth-es-ori-gvami-vsio-premia-didia-video.html#sthash.uxc92twX.dpuf
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.