პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თურქეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმებით, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი ხელახალი მოლაპარაკების შედეგად შეირჩევა.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შერჩეული იქნება ადგილმდებარეობა, სადაც ელექტროსადგურის მშენებლობა გარემოს არ დააზიანებს.
„დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით, ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, ბინალი ილდირიმთან და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისმაილ ქაჰრამანთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრაც გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს. გიორგი კვირიკაშვილმა და ბინალი ილდირიმმა მედიისთვის ერთობლივ განცხადებებიც გააკეთეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.