„ჩვენ არ მივიღებთ აღმოსავლეთ ევროპაში ძალისმიერი გზით გამოწვეულ ნებისმიერ ტერიტორიულ ცვლილებას, იქნება ეს უკრაინა, საქართველო თუ რომელიმე სხვა ქვეყანა“,- ნათქვამია აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კლივლენდში მიმდინარე პარტიულ ყრილობაზე მიღებულ წინასაარჩევნო პარტიულ პლატფორმაში.
დოკუმენტში ასევე, აღნიშნულია, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მთლიანად არ აღდგება.
„რუსეთის მეომრულ განწყობებს დავხვდებით იმ სიმტკიცით, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია. ჩვენ არ მივიღებთ აღმოსავლეთ ევროპაში ძალისმიერი გზით გამოწვეულ ნებისმიერ ტერიტორიულ ცვლილებას, იქნება ეს უკრაინა, საქართველო თუ რომელიმე სხვა ქვეყანა და ჩვენ გამოვიყენებთ კონსტიტუციით დაშვებულ ყველა ზომებს იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველას, ვინც აგრესიასა და მკვლელობებს მიმართავს. ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, მეტი ყურადღება დაეთმოს აშშ-ის დიპლომატიაში, სავაჭრო პოლიტიკასა და სტრატეგიულ დაგეგმარებაში საბჭოთა იმპერიის ყოფილ ნაწილს, ევრაზიის ქვეყნებს“, - ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო პლატფორმაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.