„მოხარული ვიქნები, თუკი შესაძლებელია, პატიმრობაში ვიყო მე, სამშენებლო სექტორს და მაია რჩეულიშვილს კი მიეცეს საშუალება გააკეთოს მოსახლეობის სასარგებლო საქმე“, - განაცხადა „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
როგორც რუსუდან კერვალიშვილმა აღნიშნა, ის და მისი და სამი წელიწადია გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმ ფონზე, რომ სახელმწიფოსთან ერთად სამშენებლო კომპანია დგამდა ნაბიჯებს, რათა მოსახლეობისთვის აღებული ვალდებულება შეესრულებინა, მაია რჩეულიშვილის დაპატიმრება სრულიად გაუგებარია.
„სამი წელიწადია სასამართლოში დავდივარ ჩემს დასთან ერთად. სამი წელია თანამშრომლობის რეჟიმში ვიმყოფებით. როდესაც მაია ცდილობდა, რომ ადამიანებისთვის მიეცა ის, რისი ვალდებულებაც ერთი წამით თავიდან არ აგვიცილებია, სახელმწიფომ „საგადასახადო კოდექსში“ მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც, 2008 წლის ომის დროს დაზარალებული მშენებლობები დამატებითი ღირებულების გადასახადიდან უნდა გათავისუფლდნენ ანუ სახელმწიფომ ის ზარალი აღიარა, რომელიც სამშენებლო სექტორს მიადგა. პარალელურად აპატიმრებენ მაიას. მე არ ვარ სასარგებლო, რათა დაზარალებულებს შევუმსუბუქო მდგომარეობა. მოხარული ვიქნები, თუკი შესაძლებელია, რომ პატიმრობაში ვიყო მე, სამშენებლო სექტორს და არა მხოლოდ მაია რჩეულიშვილს კი მიეცეს საშუალება გააკეთონ ის საქმე, რა ვალდებულებაც აქვს მოქალაქეების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ჩვენ და ადამიანები ჩაგვრეცხეს“, - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
„ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა, რომელზეც ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია არიან, სასამართლოში დღეს განახლდა.
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელს ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით აქვთ წარდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.