ეკონომიკა არის ავად, ჩვენ ვაჩვენებთ კარდოიგრამას და თუ ასე გაგრძელდა, ეს ეკონომიკა მოკვდება,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
”მე მახსოვს გამოთქმა - კვირიკაშვილის ფაქტორი გაჩნდაო. კვირიკაშვილის ფაქტორი იქნებოდა თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკეთესად ვიქნებოდით, გაიზრდებოდა ეკონომიკა, გაიზრდებოდა ბრუნვა, პენსიის ზრდა იქნებოდა ეფექტური და ა. შ” - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა და საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტი შემცირდა და გაცილებით ნაკლებია ვიდრე 2011, 2013, 2013, 2014 და 2015 წლებში.
”ბოლო 5 წელიწადში ექსპორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, საქსტატის მონაცემებით თითქოს შეიძლება ითქვას, რომ იმპორტი გაიზარდა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მოსახლეობას აქვს ნაკლები ფული, არ აქვს სამსახური, მეტს ხარჯავს თავისი კრედიტის მომსახურეობაზე და ნაკლებს თავისი მოხმარების დასაკმაყოფილებლად. ამავდროულად, 1 ივნისის შემდეგ, ლარი 25 პუნქტით დაეცა. ეკონომიკური ზრდა პირველ 6 თვეში არის 2.9 პროცენტი, ანუ არა ისეთი ოპტიმისტური როგორც მთავრობა გვეუბნებოდა. თუ ეკომოკიური ზრდა ასეთი ტემპით გაგრძელდა, 2030 წელს გრანადას ან სურინამის სახელმწეიფოების დონეზე ვიქნებით”, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.